May 17, 2025

დეკემბერი 24 2022 წაკითხვა 289 ჯერ

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 57 პირი, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

დეკემბერი 24 2022 წაკითხვა 306 ჯერ

აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რამაც 200 მილიონი ადამიანის ყოველდღიურობაზე მოახდინა გავლენა. ძლიერ ყინვას ქვეყანაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დეკემბერი 24 2022 წაკითხვა 298 ჯერ

მოსკოვში ფინეთის საელჩომ რუსეთს თავისი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების გარანტია მას შემდეგ სთხოვა, რაც უცნობმა პირებმა შენობას უროები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეკემბერი 24 2022 წაკითხვა 254 ჯერ

ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსული ინფექციით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.

დეკემბერი 22 2022 წაკითხვა 297 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეკემბერი 22 2022 წაკითხვა 285 ჯერ

მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გვერდი 90 სულ 263
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.