რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინიდან რუსეთში 700 000-მა ბავშვიმა „შეაფარა თავი“.
უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია 56 ადამიანი.
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ნიუ სთეითსმენ“-ის (New Statesman) ვებ-გვერდზე გამოქვენებულია სტატია სათაურით „ამბოხება რუსეთში: რას ნიშნავს „ვაგნერის“ შეიარაღებული გამოსვლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის“ (ავტორი – ქეით სტალარდი).
რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.