რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ და განზრახ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.
რუსეთში განაცხადეს, რომ შეისწავლეს მოსკოვში ცირკულირებადი შტამები და ახალი აღმოაჩინეს. ვირუსოლოგების თქმით, ეს კორონავირუსის ინდური შტამის ახალი მუტაციაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებების გამო, იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატის ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია, კოღოები ზამთარშიც გაჩნდებიან. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Phys.org წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა რომ კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობა სარწმუნო არ არის.
დასრულდა დრო, როდესაც გლობალური გადაწყვეტილებების მიღება ქვეყანათა "მცირე" ჯგუფის კარნახით ხდებოდა, - ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის საელჩოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რითაც ის G7-ის სამიტს გამოეხმაურა.
კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას G7-ის ქვეყნები 2022 წელს გეგმავენ.