აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჩინეთს რუსეთის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში კონფლიქტს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა.