თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა. ლავროვმა აღნიშნა, რომ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც ბლოკავს რუსული პროდუქციის ექსპორტს.
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნას განცხადებით გამოეხმაურა.
კრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციები აიძულებენ მოსახლეობას, მიიღონ რუსეთის ფედერაციის პასპორტები, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უკრაინას არ შეუძლია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან მისმა ხელში ჩაგდებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას რუსეთს კრამატორსკსა და სლავიანსკში წინსვლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
