August 4, 2025

ივლისი 30 2021 წაკითხვა 743 ჯერ

საოპერო მომღერალი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ჯუზეპე ჯაკომინის გარდაცვალების შესახებ წერს.

ივლისი 30 2021 წაკითხვა 521 ჯერ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტისხეულებზე ტესტების გაკეთება აფიორაა და მცდარ მოლოდინებს ქმნის.

ივლისი 30 2021 წაკითხვა 457 ჯერ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

ივლისი 29 2021 წაკითხვა 507 ჯერ

შეწყვიტეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, დისკრედიტაცია, კინკლაობა, გახსენება, წამოძახება, უიმედო სიტუაციის დახატვა და ასეთები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 

 

"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, არის ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია, უიმედობის, ნიჰილიზმის გაღვივება... ზუსტად იცის, რომ ასეთ პირობებშიც კი, როცა მთავარი სამიზნე მოძალადე, კრიმინალი, მატყუარა ხელისუფლება უნდა იყოს, მაინც ოპოზიციისკენ გადაიტანს "მავანი" ისრებს. გაგვძარცვეს, სახელმწიფო ჩამოშალეს, ადამიანები დაამშიეს, ქვეყნიდან განდევნეს, რუსეთს გუბერნიად უნდათ რომ გვაქციონ და ასეთ დროშიც თავს ვესხმით ოპოზიციას...

 

შეწყვიტეთ დაუსრულებელი კინკლაობები ხალხის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... გადადეთ ყველფერი გვერდით და ვიბრძოლოთ, რომ დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა ამ მტარვალებისგან. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. სხვა დანარჩენი უინტერესო, უშინაარსო და მხოლოდ სულელურ დაპირისპირებას ემსახურება. შენ ეს თქვი, შენ ის, შენ ასე ამბობდი, მე ასე გავაკეთე... არავის აინტერესებს!

 

ხვალინდელი დღე, უკეთესი მომავალი, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, წარმატება და სწრაფვა განვითარებისკენ...

 

ოცნებამ გამოაცხადა მარცხი და ახლა ამას უნდა გაფორმება. ჩასაფრების და ერთმანეთისთვის ფეხის დადების გარეშე. ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის მოვალეობაა, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ასე მოვიქცეთ.

 

ყველაფერი კარგად იქნება! ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ,"- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ივლისი 29 2021 წაკითხვა 602 ჯერ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ივლისი 28 2021 წაკითხვა 458 ჯერ

“გირჩი – მეტი თავისუფლების”ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებად გამოცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის პარლამენტს ტოვებს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებაში "გადამგდებები და მატყუარები" არიან. 

გვერდი 66 სულ 119
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.