ფინეთს აქვს 1300 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან. პეტერბურგამდე სულ რაღაც 200 კილომეტრი აშორებთ. მიუხედავად ამისა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედა პუტინმა დღემდე ნეიტრალური ქვეყნის განაცხადზე ნატოში გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე წერს.
გუშინ კიდევ 10-მდე ავტობუსით მოხდა მარიუპოლის გმირი დამცველების გაყვანა რუსების მიერ დროებით კონტროლირებად იელენოვკას ტერიტორიაზე, მაგრამ აზოვსტალში ჯერ კიდევ რჩებიან აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, 36 ქვეითთა ბრიგადის ხელმძღვანელი ვოლინა და სხვა მებრძოლები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.
ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება:
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის 82-ე დღე დაიწყო! ამ დროს: ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.
ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მე-10 მუხლი განმარტავს ნატოში ახალი წევრის მოწვევის წესს - ეს ხდება მხოლოდ ერთხმად, ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. ანუ, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი მხარს არ დაუჭერს, შვედეთს და ფინეთს ნატოში ოფიციალურად ვერ მიიწვევენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი წერს.
აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში მას შემდეგ დაწერა, რაც მას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.