Business Insider Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან საქართველოში. ინტერვიუში ლესლი ბეარმან ლამი, საუბრობს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოზე, ADB-ის პრიორიტეტულ სექტორებზე ქვეყნის კონტექსტში, საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობაზე, ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარულ პოლიტიკაზე, საქართველოს როლზე რეგიონულ დაკავშირებადობაში და საზღვართშორის ინფრასტრუქტურულ დერეფნებში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანამშრომლობის ეფექტიანობაზე საქართველოს მთავრობასთან, სტრუქტურულ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ პერსპექტივებზე.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი - მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც,- ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი Live“, მოსაყდრესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩანაწერი წაიკითხა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
