,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია – ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ – არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს.
28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თომას კვირას, კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. წელს წაჩხურობა 16 აპრილს აღინიშნება.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
