მუნიციპალიტეტის მერიაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ , პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ამირან კოპალეიშვილმა, რომელიც ასევე უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი დეპუტატია, მოსახლეობას მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები 2 აგვისტოს იმყოფებოდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ადგილზე დაათვალიერეს აფხაზეთიდან დევნილთა ახალი დასახლება.
ქუთაისში მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. კინოთეატრ „საქართველოში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84-კმ107) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. ამასთან, გრძელდება 16 სხვადასხვა მონაკვეთზე დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს.
