Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.
აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 790 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%.
ვაქცინას პლიუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმო ავრცელებს.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს მიანიჭა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ მან ვაქცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ნუსხაში შეფასებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც პლატფორმა COVAX-ში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ასევე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაჩქარდეს საკუთარი კანონმდებლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და დანერგვის შესახებ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 895 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 791 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%.
