თებერვალი 10 2022 წაკითხვა 764 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.

თებერვალი 09 2022 წაკითხვა 796 ჯერ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს რეკომენდაციებს პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვით-მართვის შესახებ, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი მოზრდილებისთვის. ბროშურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პირებს, რომლებიც გადიან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდს, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალში მკურნალობა. ექიმებისგან მიღებულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ბროშურა ადამიანებს დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და ზრუნვის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

 

ბროშურა იხილეთ ბმულზე

 

ეს არის მეორე გამოცემა იმ ბროშურისა, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის შუა პერიოდში გამოიცა და რამდენიმე განახლებულ განყოფილებასა და ახალ თემას მოიცავს. იგი აერთიანებს იმ ინფორმაციას, რაც კოვიდ-მდგომარეობისა და მისგან გამოჯანმრთელების პროცესზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა ცნობილი.

 

ბროშურა შედგენილია რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან კონსულტაციის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვის გამარტივების მიზნით ბროშურაში რეფერენციები (მტკიცებულებები) წარმოდგენილი არ არის, ყველა რეკომენდაცია მომზადებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პოსტ-კოვიდური მდგომარეობის შესახებ და ახალი მტკიცებულებები ძალიან სწრაფად იჩენს თავს.

 

COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა უკვე მოხსენიებული როგორც პოსტ-კოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი როგორც ხანგრძლივი კოვიდი ან პოსტ-კოვიდური სინდრომი. სიმპტომები, როგორც წესი უმჯობესდება დროთა განმავლობაში და ეს ბროშურა გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას ამ ზოგადი სიმპტომების თვითმართვისთვის. თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია. შესაძლოა ბროშურას გაეცნოთ ეტაპობრივად, დაწყებული იმ სექციებით, სადაც საუბარია იმ სიმპტომებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ.

 

გარდა ამისა, ბროშურაში მოცემული რჩევები ექიმებმა შესაძლოა უშუალოდ თქვენს საჭიროებებს მოარგონ.ბროშურაში მოცემულმა რჩევამ არ უნდა ჩაანაცვლოს ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა ან რეკომენდაცია, რომელიც უკვე გაგიწიათ ექიმმა.

 

თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შესაძლოა გეხმარებოდნენ გამოჯანმრთელების პროცესში და სასარგებლო იქნება თუ ამ ბროშურას მათაც გაუზიარებთ.

თებერვალი 08 2022 წაკითხვა 748 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

თებერვალი 08 2022 წაკითხვა 701 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 251 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%.

თებერვალი 07 2022 წაკითხვა 944 ჯერ

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი მარი მალაზონიას გადაცემასთან საუბრისას ომიკრონის შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს და აღნიშნავს:

თებერვალი 07 2022 წაკითხვა 804 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 905 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%.

გვერდი 21 სულ 167
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.