ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.
,,ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომ სელფის გადაღებისას დავინფიცირდი. როგორც გაირკვა, იმ გოგონას, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე სელფი გადაიღო ჩემთან, რა დროსაც მოვიხსენი პირბადე, არ დაუდასტურდა კოვიდი", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
,,ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელ რჩევებს აძლევს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ინფიცირებულია, აჭარაში - 193.
