"ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება შეთანხმებისკენ"
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოდით, ასე ვთქვათ, რომ ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს ხდება, რაღა თქმა უნდა. პირველი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციასთან ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწეობის საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამას ნამდვილად ვიტყვი. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც რეალურად ხდება დღეს ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, მესამე რაუნდში მივიდეთ, მაგრამ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი