"ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება"
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენია,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში, მხედველობაშია აშშ-ს მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სრული მზაობაა, რომ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევაა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამის მზაობა. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისით, შინაარსით, განხილული თემები იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენია“,-აღნიშნა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი