"ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო"- გიგი უგულავა
„ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, ივანიშვილის ქცევა რა იქნება ბოლოს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ ვნახეთ შარშან იმ მეგაგადაგდების შემდეგ, ზუსტად ასე ჭირვეულობდა, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისის გამონახვა საკუთარ ხალხთან. ამიტომ მე იმედი მაქვს ჩვენი ბრძოლის, რომელიც სწორედ რომ ემსახურება იმ ორ მილიონამდე ადამიანის ხმების დაცვას, ვინც პანდემიის მიუხედავად მოვიდა და არჩევანი გააკეთა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მათ წინაპირობებს კარნახობდეს.
„მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოების და ჩვენს მხარეს არის, ამიტომ პირობებზე აქ საერთოდ საუბარი არ არის. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და თუ იქნება ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, შეხვედრა იყო ასე ვთქვათ მოთელვითი ხასიათის, ხელისუფლებამ დაინახა ერთი რამ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში, არავინ აპირებს ამ პოზიციის დათმობას, არავინ აპირებს გვერდზე გახედვას ან გახტომას, ერთიანია და მტკიცე პოზიცია არშესვლასთან დაკავშირებით პარლამენტში. ეს არის მთავარი წნეხი საზოგადოების პროტესტთან ერთად, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს გიგი უგულავა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"