"ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი"
დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკურმა ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი.
„დღეს პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას და არა პარლამენტში შესვლას, ამიტომაც ვარ ამაყი, რომ სრულიად საქართველოს ოპოზიციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ერთსულოვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ან გვექნება ახალი არჩევნები ან მივიღებთ ივანიშვილის ჯამახერიას, რომელიც ასევე ჩამოიქცევა. ყველაზე გვიან გაზაფხულზე ეს პარლამენტი ჩამოიქცევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციამ დღეს ერთობლივი განცხადება მოამზადა. განცხადების თანახმად, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"