"პრემიერი თავს კარგად გრძნობს და სახლიდან აგრძელებს მუშაობას"
"პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს,"- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ტესტის პასუხები არ მიუღიათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას და განათლების და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.
„ბატონი გიორგი გახარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ის კარგად გრძნობს თავს. დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი. შესაბამისად, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან ტესტის პასუხებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთავრობის წევრებიდან თვითიზოლაციაში არიან გადასული. ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას, მუშაობას და საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"