საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.
,,ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://e.gov.ge/CqJCl
ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“ mfa.gov.ge/elections.aspx, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"