"გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ის სპეციალურად გახსნის ჭორვილაში ერთი დღით საერთაშორისო აეროპორტს და რეისით ჭორვილა-მოსკოვით გაამგზავრებს ბიძინა ივანიშვილს.
როგორც სააკაშვილმა საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენაზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, მათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.
„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ის თანამდებობისთვის არ იბრძვის.
„ვერანაირი მეჯღანუაშვილი და მაჭრუკანა ვეღარ დაგამცირებთ და ვეღარ ჩაგყრით უბედურ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ 11 დღე გვაშორებს საქართველოს გადარჩენას. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი ერი გამქრალა თანამედროვე ეპოქაში, საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ საქართველო გამოღვიძებულია ისე, როგორც არასდროს. არავინ იბრძვის თანამდებობისთვის. საერთოდ არ მაღელვებს არც ერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მონისტრობაზე ვთქვი უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს- საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს