"სააკაშვილის მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, არავის აქვს"
მიხეილ სააკაშვილი არის ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემები დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, მოგვწონს თუ არა ის, არავის აქვს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პოტენციალს.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს აქვს უნარი, რომ საქართველოთი მსოფლიო დააინტერესოს.
"მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა პრემიერ-მინისტრის რანგში სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, რეალურად, სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო იმ პოლიტიკური მუხტისა და გარემოს შექმნა,რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სახელმწიფოს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ზოგადად. ვფიქრობ, რომ მას აქვს პოლიტიკური პოტენციალი კიდევ ერთხელ უზრუნველყოს ქვეყანაში ის გარემო, რომელიც სჭირდება სწრაფი რეფორმების გატარებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მას აქვს პოტენციალი ჩვენი ქვეყნით მსოფლიო დააინტერესოს, რის გარეშეც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვს ეს გასული 8 წლის მანძილზე ვნახეთ, როცა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანა პროვინციულ,მიკარგულ ადგილად გადაიქცა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი