"2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი"- არჩილ თალაკვაძე
პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი,- აღნიშნული შეფასებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს გამოეხმაურა.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპტიმიზმის საშუალებას ეკონომიკის აღდგენისათვის მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკა იძლევა.
„2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. მთავრობის მიზანი და გეგმაა, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს. მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას გეგმავს. წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა - 609. 7 მლ ლარით. წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გათვალისწინებულია როგორც 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, ასევე განსაზღვრულია პენსიის 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის ზრდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარებისათვის ბიუჯეტში ასახულია 60 - მილიონიანი პუნქტი, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოხმარდება.
გარდა ამისა, როგორც თალაკვაძემ განმარტა, კოვიდ-19 დაკავშირებული ასიგნებები ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში ინიცირებულია.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში 6 ოქტომბრიდან დაიწყება.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი