"ივანიშვილი მაინც დამარცხდება"-სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, ივანიშვილი არჩევნებში დამარცხდება, რადგან საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი მაღალია. სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო გარემო ნელ-ნელა იძაბება იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს, არჩევნები ახლოვდება და მან შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ გახშირებულ შემთხვევებს, როდესაც ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობა, ოფისში მივარდნა, პლაკატებისა და ბილბორდების ჩამოხევა. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი მაინც დამარცხდება. საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი ძალიან მაღალია. „ევროპული საქართველოს" ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება" დამარცხდნენ და მერე ქვეყანა წინ წავიდეს", - განაცხადა კაპანაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"