„შსს-ს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტრო უნდა დაერქვას“- მამუკა ტუსკაძე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრად მართებული იქნება, თუ მას უსაფრთხოების და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ისეთი ქვეყანა გვჭირდება, სადაც თითოეული ადამიანი უფლება მაქსიმალურად იქნება დაცული.
"ჩვენ გვჭირდება სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე იქნება ორიენტირებული. უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას, ანტიტერორისტულ, ანტიკორუფციულ და კრიზისული მართვის სამსახურებსაც. არცერთ ქვეყანას არ სჭირდება „ბლატნოი“ პოლიციელები. ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ მას უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ. მართლწესრიგის სამინისტრო უფრო ეფექტურად იმუშავებს არა რეჟიმზე, არამედ დისციპლინაზე. მართლწესრიგის სიმეტრიულია დაისციპლინა, ხოლო შსს-ს სიმეტრიულია ავტოკრატია და დიქტატურა... ანუ რეჟიმი...“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 34 ნომრით მონაწილეობს.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის