"ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ" - ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე
ვიცე-სპიკერი გია ვოლკის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებებს გამოძიება დაადგენს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ძალები ამ თემას პოლიტიკურად გამოიყენებენ.
"როცა ასეთი რამ ხდება, სცილდება ოჯახურ ტრაგედიას და გადადის საქვეყნო ტრაგედიაში, რასაკვირველია, საზოგადოების მოთხოვნა გამოძიების მიმართ ყოველთვის მძაფრდება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ დააკლებს პროფესიონალიზმს, მაგრამ სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის საქმის ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს უნამუსო ტყუილია.
"სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ",- აღნიშნა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"