"ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის!"
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი.
ვაშაძის თქმით, ბიზნესი, რომელშიც ბრუნვა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა და საიდანაც 10 ათასობით ოჯახს კონკრეტული შემოსავალი ჰქონდა, სრულად გაჩერებულია.
„მე მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გახარიას, ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ! თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები. 2 მაისს მე პირადად გამოგიზავნეთ დოკუმენტი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, კოვიდპასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრის გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ საზღვრები არ გახსნათო და კოვიდის პრობლემა იყოს ისევ მთავარი თემა. ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს არის სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერები გროვდება და ყველა ავტოექსპორტიორი აწერს ხელს. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს გამბაჟების გადავადება და მესამე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია