"წესების ისეთ პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას"- არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იქნება შესასრულებელი, როგორც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ასევე არჩევნების დღეს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება წესების ისეთ პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, მაგრამ კამპანიასა და არჩევნების დღეს ბევრად უფრო დაცულს გახდის.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს