ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა
დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.
ამასთანავე, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"