სააკაშვილის დანიშვნა დაბლოკილია - რას წერს მედია
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
"სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია, საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის.
საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200 წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა", - წერს უკრაინული პორტალის "ცენზორ.ნეტის" მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"