საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტის 21:00 საათიდან გამოცხადდება.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"