მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარებს რეკომენდაციას აძლევს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოზე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ ექნებათ საშულება, მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.
"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"