"არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები ოქტომბრამდეც ვიხილოთ"-ზვიად ძიძიგური
არ გამოვრიცხავ, რომ ოქტომბრამდეც ვიხილოთ არჩევნები. ვადამდელი არჩევნების მექანიზმი არსებობს კანონმდებლობაში და შესაძლებელია მაისში ან აპრილში დაინიშნოს,- ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში Newsroom-ში განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება დარჩება წაგებული, რადგან ეს „ოპოზიციის ზეწოლის ფაქტორად იქნება მოსახლეობაში აღქმული“.
„რაღაც ტიპის კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ოპოზიციაც უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკეების მაგიდასთან, უნდა გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში, თორემ ძალიან ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება მივიღოთ. მე არ ველოდები იმასაც, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ასეთი ტიპის საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. არ გამოვრიცხავ, რომ ოქტომბრამდეც ვიხილოთ არჩევნები. ვადამდელი არჩევნების მექანიზმი არსებობს კანონმდებლობაში და შესაძლებელია მაისში ან აპრილში დაინიშნოს. ვადამდელი აჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც ხელისუფლება დარჩება წაგებული, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფონზე არჩევნების გადმოწევა რამდენიმე თვით ადრე, ეს ოპოზიციის ზეწოლის ფაქტორად იქნება მოსახლეობაში აღქმული, რაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას ოპოზიციას აძლევს“,- განაცხადა ძიძიგურმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"