"მალხაზ მაჩალიკაშვილიც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა"
არჩილ თალაკვაძეს რაოდენ ბუტაფორიული როლიც არ უნდა ჰქონდეს, ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი პარლამენტში, ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვან მალხაზ მაჩალიკაშვილი,
- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ის ამბობს, აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს და არჩილ თალაკვაძე ან პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ნახოს, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელნი, შეუშვებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში.
„ეს კაციც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა. ვაპირებ შევიდე და თალაკვაძე ვნახო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და შეუშვას ადამიანი, რომ ჩავატაროთ ბრიფინგი, ამისთვის მოვედით. ამისთვის უნდა მოკლან ადამიანი? თუ თალაკვაძე არის ადგილზე, რაოდენ ბუტაფორიული როლიც არ უნდა ჰქონდეს მას ყოველთვის, ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი პარლამენტში. ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვას მაჩალიკაშვილი. თუ ის არ არის ადგილზე, ვოლსკი პირველი ვიცე - სპიკერი არის, თუ ახლად დანიშნული კუჭავა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, დეპუტატი თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის ჩასატარებლად შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადგილზე მობილიზებულია პოლიციამ არ შეუშვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ცუდად გახდა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მანქანაში პირველად დახმარებას უწევენ.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში