"თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ"
თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.
გიგი უგულავას განმარტებით, ეს ადამიანები „ქუჩის ბიჭები არიან“.
„ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან უნდა გავიტანოთ. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ეს ნაგავი, მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე აყროლდა ალსან აბაშიძის რეჟიმი. ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა, ვინც ათი ერთზე ჩხუბობს. უბრალოდ, მართლა დედათქვენებს რას ვერჩი, თორემ სათითაოდ ხართ მოსაკითხები, იმიტომ, რომ არ გესმით, რა არის დეპუტატი. არშემდგარი, ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები ხართ. რამდენიმე თქვენგანი კალაძის პირდაპირი „შნირი“ ბრძანდებით. ეს არის დღეს, „ქართული ოცნების“ ხროვა თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში