"ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან, ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას"
ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,
-ასე ეხმაურება„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას.
როგორც უგულავა აცხადებს, ივანიშვილისგან ეს გასაკვირი არაა, მას შემდეგ რაც მან საზოგადოება მოატყუა.
„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.
შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, - აცხადებს უგულავა.
გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"