"მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას"
მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მას მაშინაც ეს აზრი ჰქონდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა.
„რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ხმას აძლევენ იმას, რაც, მათი აზრით, სწორი არის, ამის გამო დაიწყო რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. მე მაშინაც კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, საჯაროდ ვამბობდი, რომ მიმაჩნია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენი მხარეები, ჩვენი კუთხეები იმსახურებს იმას, რომ მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი