"პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს“ აკისრებს. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.
„პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებმაც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს არის სრულიად მიუღებელი. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ანუ ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი ამ აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არსებობს ამავე დროს კადრები, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარკვეული პირების მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარანტული გამოძიება.
„ეს პროცესი მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან გაკეთდა და რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში-სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი, რასაც მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. აუცილებელია, ჩვენ ვუზრუნველვყოთ მაქსიმალური ტრანსფარანტობა ამ პროცესის“, - განაცხადა ბახტაძემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"