აზერბაიჯანული მედია: დავითგარეჯის ტერიტორიაზე ძეგლების კონსერვაცია იგეგმება
სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა “Azerbarpa” სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი “ქეშიკჩიდაგი” [დავითგარეჯი] მოინახულა.
როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოცემა ONA წერს, ნაკრძალის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ინსტიტუტის დირექტორი ტელმან ქერიმლი.
ქერიმლი ამბობს, რომ “ქეშიკჩიდაგის” ტერიტორიაზე მნახველებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
“ამჟამად მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნაკრძალის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივი სამუშაო ადგილი ჰქონდეთ ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასევე, გარემონტდება გზები. აქ არსებული ისტორიული ძეგლების კონსერვაცია მოხდება, გაძლიერდება დაცვა”, – ამბობს ქერიმლი.
23 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ. მანამდე კი ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.
საუბარია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიჩხიტურის მონასტერზე, სადაც ადგილობრივი გიდის გუშინდელი ინფორმაციით, აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა გაჰყავდა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს დავითგარეჯასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. დეკანოზი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"