"საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49% შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.
საქართველოში გამოკითხვა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 1011 ადამიანი გამოიკითხა.
გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).
გაზრდილია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირზე ნეგატიური შეხედულება გააჩნიათ - 18%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 7%-ს.
შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება - 60%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 74%-ს.
ასევე შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს - 75%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 86%-ს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ