"მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
ნიკა მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ, წარმოუდგენელი ამბავია. წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ეს განზრახვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და პოლიციას თავი დააჭერინა.
„გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა, მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია. რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის, მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი, ამისგან სკანდალის გამოყვანა ცოტა გაგიჭირდებათ. ეს ერთი; მეორე, წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ე.ი. კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიას აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლომახლო რომ არის ე.წ. ალამუთის ციხე, როგორც შეარქვეს თავად „ნაცების“ უკვე ყოფილ ოფისს, მაშინდელი სცენარის არის იყოს, აპირებდა, გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ, გადაიტანონ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ, აი, რა ვქნა, წინა დღით დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და თავი დააჭერინა. გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საერთო კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, რაც ტრენინგებზე ნასწავლი ილეთებია.
„საერთო კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა. ამას თავისით კი არ შვრებიან, დარწმუნებული ვარ, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტის – სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოში, რომლითაც ისინი ცდილობენ „მაიდნების“ მოწყობას, რაც საქართველოში, საბედნიეროდ, არ გამოსდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში