"დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი" - კახა კალაძე
საქართველოს შიგნით რადიკალებს რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიასთან ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციას წარმომადგენლებს „ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან“.
„ზოგადად, ბევრ რამესთან დაკავშირებით არსებობს ორმაგი სტანდარტი. ვნახეთ, უკრაინაში აკრძალეს ოპოზიციური პარტიები. მოლდოვაში სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა, ყველა ტელევიზია დაიხურა, იგივე მოხდა უკრაინაში. გერმანიაში ახლა, რაც ხდება... მოგისმენიათ ვინმეს საერთო, გამოსულიყო და ეთქვას, რომ ეს არის არადემოკრატიული პროცესები, მაგრამ საქართველოში, როგორც კი მათ ბიჭებს და გოგოებს ეხება [საქმე], გარედან ვინც მართავს ამ წვრილფეხა რადიკალებს, მაშინვე გიჟდებიან და ეს არის არადემოკრატიული პროცესი. წარმოუდგენელია, ხალხი ამას ხომ ხედავს და უყურებს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაცა ინფორმაცია დამალო, ეს 2007-2008 წელი ხომ არ არის? დღეს 2024 წელში ვართ და ადამიანებს ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ასე რომ, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.
საქართველოს შიგნით ვინც გვყავს, ეს რადიკალები. ყველას რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა. ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი და გინდ კაცი. ნორმალური არცერთი არაა. უბრალოდ, გარედან იმართებიან. ძალიან დიდი ძალა ის ვინც გარედან ამ წვრილფეხა რადიკალებს მართვას და არჩევნებში სერიოზული შედეგი დადეს. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტეს. ეს პარტიები, ვინც ჰყავთ დღეს - „ახალი“, „ლელო“, „გახარია“- ვისაც გადაუნაწილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები. ისევ ის ადამიანები არიან, ვინც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, მაგრამ ამით მცდელობა აქვთ გარედან, რომ საზოგადოება შეაჩვიონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ არის სხვა პარტიები, რომელზეც შეგიძლიათ გააკეთო არჩევანი. ამათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან. პიროვნებების დონეზე, რომ დავიდეთ - ნახეთ, ვინ არიან - ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს