"ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი" - პრემიერი
ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე „გამჭვირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის.
„ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია