"მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და მას ექნება უფლებამოსილება" - გია ვოლსკი
მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და მას ექნება უფლებამოსილება, გააგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის დანგრევასა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
„ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს წარმოუდგენელი ალბათობა რომც დავუშვათ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, შემდეგ რეალურად გამარჯვებული პარტია პარლამენტში არ შემოვა და ისევ არჩევნები დაინიშნება. ანუ, ეს რიგგარეშე არჩევნების უწყვეტი პროცესი იქნება. კონსტიტუციის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია. კონსტიტუციის ასეთი ინტერპრეტაცია თუ ხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იქნება დომინოს პრინციპით უწყვეტი, ერთმანეთზე გადაბმული რიგგარეშე არჩევნები. თუ მივყვებით მათ ფანტაზიებს, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ და 900 ათასზე მეტი ხმით გამარჯვებულ პარტიას მეორე ადგილი მიუჩინონ, რასაკვირველია, მეორე ადგილზე გასულ პარტიას შეუძლია, იგივე გააკეთოს და ეს ნიშნავს, რომ კიდევ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც აბსურდია და ამას მხარს არ დავუჭერთ – ეს არის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი