"თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ - ვერ გაგვაჩერებენ" - სოფო ჯაფარიძე
ივანიშვილს თუ რამის ეშინია დღეს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევა.
მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.
„ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება. სულ 13 დღე დარჩა და შეშინებულები არიან. ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და გაგვაჩერებენ, პირიქით, წინ, გამარჯვებისკენ ვივლით და ერთიანობით გავიმარჯვებთ.
თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები, გამორჩეულად ერთიანები ვართ. ამიტომ, ჩვენ კოალიციაზე თავდასხმები არ სრულდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. 26 ოქტომბერს აუცილებლად, ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"