"მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ" - გიორგი მარგველაშვილი
მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ - მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ამომრჩევლებთან მიმართვისას აღნიშნა, რომ სჯერა გამარჯვების და "გამარჯვება არის ის საბოლოო, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას".
"მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ. თუ მკითხავთ, მე კანონებთან მიმართებით უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული და მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეამაყებით და ვგრძნობ გამარჯვების ამ ემოციას. არა წარმატების, არამედ გამარჯვების, იმიტომ, რომ გამარჯვება არის ის, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის