"ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო - ამერიკის ურთიერთობები, არის მტკნარი სიცრუე"
ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბერს პროევროპული, პროდასავლური არჩევანის გაკეთება.
„როდესაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ვიმყოფებოდი, სადაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მოხდა, „ნაციონალურ მოძრაობა“ ერთადერთი პარტია იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო. ყველა საჯარო კომუნიკაციაში - ყველა რესპუბლიკელი, კონგრესმენი, სენატორი, თუ აღმასრულებელი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამდა, რომ ურთიერთობების აღდგენა, ამ ხელისუფლების პირობებში არის შეუძლებელი, მაგრამ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია ხელისუფლების ცვლილებისთანავე. MEGOBARI აქტის ავტორი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი. ის ტრამპის მხარდამჭერია, რაც ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო - ამერიკის ურთიერთობები, არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე. საქართველო - ამერიკის ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბერს პროევროპული, პროდასავლური არჩევანის გაკეთებით”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის