"ხელისუფლების სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს"
მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი, ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი ამოცანა არა ხალხის დასაქმება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდშიც 1 მილიონმა ქართველმა ქვეყანა დატოვა, აღნიშნულ თემებზე არ უნდა საუბრობდეს.
“მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი და ის 14 - მილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლება საუბრობს, რომ თურმე მათი ამოცანაა, არა ხალხის დასაქმება და ქართველი ემიგრანტების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, არამედ ევროპის გათავისუფლება მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.
როგორ შეიძლება, ამას საუბრობდეს ხელისუფალი, რომლის მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ქართველი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს, რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"