"ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები" - „პოლიტიკო“
ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა თუ განახორციელებს გეგმას და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს გაანადგურებს იმას, რაც საქართველოს დემოკრატიისგან დარჩა, ასევე, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი დასავლეთისგან.
„პოლიტიკოს“ ცნობით, გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ბრიუსელში შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი წინადადების გამო, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს“.
„ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლლოდ მნიშვნელოვანია მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად”, – განაცხადა სტანომ და დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პლურალიზმი ცენტრალურ როლს თამაშობს.
სტანოს თქმით, „საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი გეზი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო მივყავართ გაწევრიანების პროცესის შეჩერებისკენ“.
„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება რიტორიკასა და მოვლენებს საქართველოში და მზადაა შესაბამისი რეაგირებისთვის. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებეთ, თუ ეს განცხადებები განხორციელდება“, – ამბობს სტანო.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"