"ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია" - ანა დოლიძე
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის გორთან ახლოს დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია, ხოლო დანარჩენი საქართველო მიშვებული.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყოს უფლისციხესთან მდინარესთან ახლოს, სადაც არის დასახლებული პუნქტები. მოსახლეობის განცხადებით, გორში უკვე სუნი დგას.
ნაგვის მანქანები კილომეტრებით უნდა ატარონ. აქ უნდა ყოფილიყო ქარხანა, ქარხანა არ ჩანს. ნაგავი ადგილზეა, მაგრამ მთავარი აქ რა არის?! მთავარი არის ის, რომ ეს ქვეყანა არის ყველასთვის, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია. დანარჩენი საქართველო ასე არის მიშვებული, რომ მთელს დასახლებებს ნაგვის პარკები და ბოთლები წაიღებს და რაც მთავარია, ნაგვის სუნით, რომელმაც ავტობანი უნდა გაიაროს. აქ არის პრობლემა, ერთი კაცი, ორი კაცი და დანარჩენი საქართველო,“- აცხადებს ანა დოლიძე.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის