" სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ" - გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც ეს განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ, სხვათა შორის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს განაჩენი აქვს გამოტანილი სამართლიანად და ის იხდის სასჯელს სამართლიანად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ასევე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ არავინ აწამებს სააკაშვილს და არავითარი განუკურნებელი დაავადება არ აქვს.
„ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, დასკვნები სამედიცინო პერსონალის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული და გადაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება. სააკაშვილი ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი მას არ სჭირს. გამომდინარე ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს შესაბამის დაწესებულებაში. რატომ ხართ იმის მომხრე, რომ სააკაშვილი განსხვავდებოდეს სხვა პატიმრებისგან, როდესაც მას ამის არანაირი მიზეზი აღარ აქვს, აღარც შიმშილობა არის, აღარც განუკურნებელი დემენცია და აღარაფერი? სააკაშვილს აღარ უსმენენ გვარამია, მელია, აღარავინ უსმენს, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის გამოსვლის? სააკაშვილის სასჯელის მოხდა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი ქართული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს